ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი:
Rustavi 2 • რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია, როგორ გამოდის პაატა ბურჭულაძე მურთაზ ზოდელავასთან ერთად იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც ჩვენც და მურთაზის ოჯახიც ვცხოვრობთ წლებია 😃
ახლა ცოტა უკან გადავახვიოთ… დაახლოებით ერთი თვის წინ, სანამ ხაბეს დააკავებდნენ, სუს-მა ჭკვიანი კამერები დაგვიყენა კორპუსის ორივე შემოსასვლელთან, ოღონდ მანამდე მაგ დღესვე სუს-ის დრონმა შემოგვარტყა წრე და შემოიხედა ყველა ფანჯარაში. ხოდა რა ვიცი, როცა ვერც “პარლამენტის მაკეტი” ვერ იპოვე და ვერც “უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი ნივთიერება” და ხედავ რომ არაფერი უჩვეულო ამ ფანჯრებს მიღმა არ ხდება, მინიმუმ ამ დონემდე არ უნდა დაეცე, რომ სუს-ის მოცემული ჭკვიანი კამერების უაზრო ჩანაწერით თავი გაიბანძო და გაშიშვლდე ბოლომდე.
პ.ს. რაც მთავარია, რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში და არც არასდროს არ ვაპირებთ ყოფნას.
#4ოქტომბერი #მშვიდობიანიდამხობარეჟიმს #დროშებისრევოლუცია

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!