ქართველი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიას იპყრობს. ბოლო დროს მატილდა, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ჩნდებოდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, GUCCI, Dolce & Gabbana, Moschino და სხვ.
ამჯერად კი მისი შთამბეჭდავი გამოსვლა ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაზე ვიხილეთ. მატილდა განსხვავებული იმიჯითა და ჩვეული თავდაჯერებულობით ჩვენს გაოცებას არ წყვეტს.
მატილდა გვარლიანი 2002 წლის 24 დეკემბერს, თბილისში დაიბადა.
14 წლის ასაკში იგი Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.
15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear’s 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.
2024 წელს მატილდამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაზე გაიარა.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.
მატილდა გვარლიანის დებიუტი Haute Couture-ზე Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ის ასევე გამოვიდა GCDS 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე. 2020 წელს უკრაინული Marie Claire-ის აპრილის ნომრის გარეკანზე ახალგაზრდა ქართველი მოდელი გამოჩნდა.
გარდა წარმატებული კარიერისა, მატილდა მაღალი მოქალაქობრივი პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა. ის, სამშობლოდან შორს, ყოველთვის ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს და ხშირად უცხადებს მხარდაჭერას თანატოლებს.
