სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი დღეს პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის დროით, 11:00 საათზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე “ევროკავშირი: გაფართოების მომდევნო ნაბიჯი” და დისკუსიის მონაწილეებს მთავარი მომხსენებლის რანგში მიმართავს.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე: საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი, 2021–2023 წლებში მოლდოვის პრემიერმინისტრი ნატალია გავრილიცა, მონტენეგროს ვიცეპრემიერი, საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრი ფილიპ ივანოვიჩი, უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, 2016–2019 წლებში უკრაინის ვიცეპრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე; ს პრემიერმინისტრის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მიროსლავ ლაიჩაკი.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და ლიეტუვის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მიერ კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად გაიმართება.
30 სექტემბერს იგეგმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში “გაუტეხავი ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულ სამეზობლოში”. ამავე დღეს იგი მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება დისკუსიაზე “ქალები გლობალური უსაფრთხოების წინსვლისათვის”.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინთან, ასევე, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი