მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პროევროპული პარტია, PAS იმარჯვებს

მოლდოვის საპარლამენტო ს წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში იმარჯვებს პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია (PAS),” რომელიც, ბოლო მონაცემებით, პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს.
წინასწარი შედეგებით, PAS-ს ახლა ხმების 47.41% აქვს, რითაც პარტია საბოლოოდ 51 მანდატის მოპოვებას შეძლებს. პრორუსული BEC კი, ხმების 26.04%-ით, მეორე ადგილზეა. ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 94.11%. ამასთან, ხმის მიცემა გრძელდება უცხოეთში დიასპორისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ამას გარდა, მესამე ადგილზეა ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია “ალტერნატივა,” რომელსაც ხმების 8.51% აქვს. მას მოჰყვება “ჩვენი პარტია,” ხმების 6.28%-ით. ხოლო მეხუთე ადგილს მოლდოვის დემოკრატიული პარტია (PPDA), რომელსაც ხმების 5.68% აქვს.
მოლდოვის საზღვრებს შიგნით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 52.11% იყო – რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ხმა ჯამში 1 604 316 ადამიანმა მისცა.
ბოლო ოთხ საპარლამენტო არჩევნებიდან ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ხმის მიცემა გრძელდება უცხოეთში დიასპორისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ამავდროულად, პრორუსულმა “პატრიოტულმა საარჩევნო ბლოკმა (BEC),” რომელიც, მათ შორის, მემარცხენე სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შედგება, ხვალ, მოლდოვის პარლამენტის წინ, ამომრჩევლებს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)” მთავარ მეტოქედ სწორედ პრორუსული BEC ითვლებოდა.
უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთში, ესპანეთსა და -ში, მოლდოვის დიასპორისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებზე, ბომბის შესახებ შეტყობინებები შევიდა, რაც, ოფიციალური პირების თქმით, წარმოადგენს “ს ფედერაციის თავდასხმას მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო პროცესზე.”
მოლდოვური IPN-ის დირექტორის, დენის დერმენჯის ინფორმაციით, ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება ჟენევაში, რომში (ორ უბანზე), ბუქარესტში (ორ უბანზე, აშშ-ს ქალაქ ეშვილში, ალიკანტესა და ბრიუსელში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შევიდა.