სამგორში ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან კობა კობალაძესთან, პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატთან ვარლამ ლიპარტელიანთან და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატებთან გიორგი დოხტურიშვილთან და მამუკა ხაბარელთან ერთად ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეომრებსა და ვეტერანებზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი და ამიტომ ვეტერანები მხარდაჭერას უცხადებენ მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზეა ორიენტირებული. ვეტერანებმა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს კანდიდატებს, რომლებმაც თავის მხრივ აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ვეტერანების ღვაწლი სათანადოდ დაფასდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა