საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის შემდეგ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა

“საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის შემდეგ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა”,-ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
გვენეტაძე ელენე ხოშტარიას წერილს ეხმაურება, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს გამოსვლას უწუნებს და ამბობს რომ ეს იყო რუსის გამოსვლა. ექსპერტი ოპოზიციონერ დეპუტატს ახსენებს, რომ გასულ კვირას ს ბიუჯეტიდან თანხა სწორედ მისმა ოჯახმა მიიღო.
“საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის შემდეგ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა.ჯერ იყო და პრეზიდენტ ყაველაშვილის ქართულ ენაზე გამოსვლამ ნიუ-იორკში ჭკუაზე შეშალა, გააგიჟა და დუჟმორეული გახადა ადგილობრივი უსამშობლოები. მაგრამ ამას, როდესაც ზედ დაემატა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები, ვახშმობები, საუბრები, ფოტოები გაეროს გენმდივანთან, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან და თვით პრეზიდენტ ტრამპთან. ამან სულ უკუღმა ქოშები აყრევინა მოღალატე-აგენტებს. მეტი რა გზა ჰქონდათ და მათაც დახმარება გამოუჩნდა რუსთავის ციხიდან მგიმო დამთავრებულ, ფსბ ნომრიანი აგენტ და პუტინის სტიპენდიანტ ელენა ხოშტარია-რუბლიოვა-კრუპსკაიას არზის სახით. ეს ის ელენა ხოშტარიაა რომლის ოჯახმაც აგენტობისათვის გასულ კვირას 110 ათასი $, მიიღო ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რომელი ელენაც თურმე ნუ იტყვით ციხიდან გამოგზავნილი წერილით რუსოფილობას და საერთაშორისო იზოლაციას უკიჟინებს არსებულ ხელისუფლებას.
აქედანაც მკაფიოდ სჩანს, რომ მართლაც პოლიტიკურ სამარის პირსაა 4 ოქტომბრისათვის ის ე.წ. ოპოზიცია, რომელიც კრემლის პირად აგენტ ელენა ხოშტარია-რუბლიოვას, მელობიე ნანულას და მევენახე იას იმედზეა დარჩენილი”,- წერს გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა