– ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი გვაქვს – ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ

-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობს რეალური შანსი „დიდების მისაღწევად“.
„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის, პირველად. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!!!”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპმა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოთქვა ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ.
ტრამპს არ წარმოუდგენია ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამომავლო შეთანხმების კონკრეტული დეტალები, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ს განუცხადა, რომ -ის მაღალი თანამდებობის პირები ისრაელისა და არაბი ლიდერების „ძალიან რთულ“ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”