ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიური ტური, რომლის ფარგლებშიც იგი რეგიონის 9 სახელმწიფოს ეწვია, ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ენტონი ბლინკენი და ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდნენ.