დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა ახალ ჰორიზონტებს გვიხსნის – ფაშინიანი

„„დაბალანსებული და დაბალანსებისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა ახალ ჰორიზონტებს გვიხსნის წინ. ჩვენ ვააქტიურებთ ურთიერთობებს იაპონიასთან, მონღოლეთთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. 30 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები საუდის არაბეთსა და პაკისტანთან. მიხარია აღვნიშნო, რომ ახლა უკვე ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა და მიმდინარეობს დიალოგი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან. წერს არმენპრესი.
მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის ტრადიციული კავშირებიც საგრძნობლად ვითარდება.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და საქართველოსთან ჩვენი დიალოგი და ძმობა უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ურთიერთობები, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი მშვიდ, სტაბილურ და განვითარებად გარემოდ დავინახოთ.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე 3+3 ფორმატი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან დიალოგისთვის და რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ტრადიციული დიალოგის გასავითარებლად – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ყოველთვის აქტიური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს“.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან, აქტიური პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ინდოეთთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს