მარინე ბერიძე: ჩემი ბრალია, შვილებო… ვინც დღეს თქვენს “ზედმეტობას” უყუჩდება, უარესი სინანული ელით, მაგრამ გვიანღა იქნება

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე:

ჩემი ბრალია, შვილებო. როცა “შუაობას” უსიტყვოდ დავთანხმდი, თქვენს “ზედმეტობას” მაშინ მოვაწერე ხელი! მიიღეთ, როგორც აღსარება. იმათ, ვინც დღეს თქვენს “ზედმეტობას” უყუჩდება, უარესი სინანული ელით, მაგრამ გვიანღა იქნება.

 

ცნობისათვის, ზაზა შათირიშვილმა „რადიო სივრცის“ ეთერში განაცხადა, რომ ქართველი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი, თუმცა ჯენზი გაუნათლებელია:
„ასე რომ, სწორია, ჯენზი რომ დადებილებულია. შენ რომ იქ (ილიაუნში) შვილს შეიყვან, დადებილდება, აბა რა? რაღაცა ნაწილი ხომ უნდა იყოს დებილი. სტატისტიკურად შეგიძლია შეამოწმო — 73 000 სტუდენტია და მათგან [აქციებზე] დადიოდა 3 000-ზე მეტი ადამიანი პიკის დროს. არაფერი ეგ არ არის რა. ასე რომ, მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ახალგაზრდობის მიმართ. საქართველო არის ტრადიციების ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უფროს-უმცროსის პატივისცემას, ბევრ რაღაცას, მაგრამ არის აი, ეს ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი და ის უნდა წავიდეს აქედან ემიგრაციაში. როგორც ბასკონიიდან კომუნისტები წავიდნენ საბჭოთა კავშირში, როცა ფრანკომ დაიცვა ზუსტად ასე, როგორც დღეს ჩვენ ვიცავთ, რელიგია, იმიტომ რომ საშინელება ხდებოდა… და ძალიან სწორი გააკეთა, იმიტომ რომ მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო, როდესაც სამი წლის განმავლობაში ათასობით მორწმუნე მოკლეს, ეპისკოპოსები დახოცეს, ეკლესიები გაანადგურეს. სხვათა შორის, ბევრად უფრო მძიმე მომენტი იყო, ვიდრე ბოლშევიკური დევნა“, — განაცხადა შათირიშვილმა „რადიო სივრცის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…