მაია სანდუ – რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარება სურს

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაკარგოს ყველაფერი, რაც მოიგო რუსეთის ორბიტიდან გამოსვლისთვის ბრძოლაში.
მაია სანდუმ ეს განცხადება კიშინიოვში, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კრემლი მასიურ ჩარევაში და განაცხადა, რომ მოლდოვა საფრთხის ქვეშაა.
„რუსეთს სურს ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარება, რათა ის უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენოს. აქედან მას შეუძლია ხალხის გაწვრთნა უკანონო ქმედებებისთვის ან თუნდაც დრონების გაშვება, როგორც ამას ბელარუსიდან აკეთებს“, – განუცხადა სანდუმ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპარლამენტო მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო