ალექსანდრ სტუბი – რუსეთი ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას – ეს სასტიკი თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს

ღამით რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას. დადასტურებულია, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვი და სამედიცინო პერსონალი , – ასე ეხმაურება ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულის შემდეგ მომხდარი ეს სასტიკი თავდასხმა აშიშვლებს რუსეთის მიერ ომის შესახებ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს“, – წერს სტუბი.
მისი თქმით, დროა, ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი დამტკიცდეს და რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლა გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს