ლაშა ფარულავა – 4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია

4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია. ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები – , , ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ლაშა ფარულავას თქმით, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს.
„4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, არავის მოვუწოდებთ, მივიდნენ რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, ყველანი უნდა მოვიდეთ რუსთაველზე. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი და ეს ყველაზე კარგად ესმით მუხრანელებს, ძალისელებს, რადგან მუხრანი და ძალისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის და ისტორიული დიდგორის, დიდგორის ბანაკის ადგილი. ეს სულისკვეთება ჩვენ მიგვაქვს თბილისში, დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები – მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს“,-განაცხადა ლაშა ფარულავამ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფელ მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს.
„მოქალაქეები, ლიდერებთან საუბრისას აღნიშნავენ რომ 4 ოქტომბრისთვის განწყობა არის იდეალური და ისინი 4 ოქტომბერს აუცილებლად შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.