საპატრიარქოს განცხადებას, მატრონა მოსკოველის ხატში ცვლილებების შეტანის შესახებ ირმა ინაშვილი გამოეხმაურა, ხატი სამების საკათედრო ტაძარს სწორედ მან შესწირა

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
საპატრიარქოს განცხადებას უკვე გამოეხმაურა ირმა ინაშვილი, რომელმაც ხატი სამების საკათედრო ტაძარს შესწირა.
“ვიზიარებთ და ჩვენთვის მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. თუ იქნება ეკლესიის მხრიდან ის პოზიცია, რომ უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა ამ პატარა ეპიზოდში, ჩვენ ვთხოვთ ხატმწერს და ის იმედია დაგვთანხმდება ამ ცვლილების შეტანაზე. ტყუილია, თითქოს ამ პატარა ეპიზოდში სტალინი დადებით პერსონაჟად იყო გამოყვანილი.
წარმოჩენილი იყოს სტალინი როგორც უღმერთო ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მივიდა წმინდანთან და ღმერთის დიდების და ყოვლისშემძლეობის მაგალითი იყო ეს,” – აცხადებს
საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში განმარტებულია, რომ ზოგადად ხატზე შესაძლოა დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, თვით წმინდანის მწამებლებიც კი, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
აქვე განმარტებულია ისიც, რომ სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში – არ არის აღიარებული ს ეკლესიის მიერაც, რომელმაც ის წმინდანად შერაცხა. აქედან გამომდინარე აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე