ვალერი გელაშვილი ცდილობს, თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად გაასაღოს – ეს არის სიცრუე, ის არ არის კავშირში “ქართულ ოცნებასთან” – ხაშურის მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი

ვალერი გელაშვილი ცდილობს, თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად გაასაღოს – ეს არის სიცრუე, ის არ არის კავშირში “ქართულ ოცნებასთან” – ხაშურის მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, პაატა ჩადუნელი, აცხადებს, რომ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვალერი გელაშვილი ცდილობს, საკუთარი კანდიდატურა წარმოაჩინოს, როგორც მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი.
ჩადუნელის თქმით, ვალერი გელაშვილს “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს და ხაშურში მერობის ერთადერთი კანდიდატი მმართველი პარტიიდან სწორედ თავად არის.
“ხაშურის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია მერობის ორი კანდიდატი. ერთი გახლავართ მე, პაატა ჩადუნელი, წარდგენილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” და ასევე არის წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ვალერი გელაშვილი. დამოუკიდებელი კანდიდატი, სამწუხაროდ ცდილობს, რომ გაასაღოს თავისი კანდიდატურა მმართველი გუნდიდან წარდგენილ კანდიდატურად. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ის არ არის კავშირში “ქართულ ოცნებასთან”, იგი არ წარმოადგენს “ქართულ ოცნებას”. მე ვარ მერობის ერთადერთი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”,” – აცხადებს პაატა ჩადუნელი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა