მ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„მამუკა მდინარაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ყურადღება გამახვილდა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა, თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს