ათობით უკრაინელი ბავშვი ბელარუსში სამხედროებთან ერთად, “გადარჩენის წვრთნებზე” გაგზავნეს | მედია

ათობით უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს ბელარუსში და გაგზავნეს “საგანგებო სიტუაციების დროს გადარჩენის წვრთნებზე” ბელარუსელ სამხედროებთან ერთად. უკრაინული მედია წერს, რომ 35 ბავშვი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ანტრაციტიდან, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული, აღმოსავლეთ ბელარუსის ქალაქ მოგილევში გაგზავნეს, სადაც მათ ასწავლიდნენ, როგორ მოიქცნენ “ექსტრემალურ სიტუაციებში.”
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტის შუა რიცხვებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის, ს პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა.
ზაფხულში ევროპარლამენტის წევრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდეს განიხილოს ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემის შესაძლებლობაც ამავე დანაშაულებში მონაწილეობის გამო.
იელის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე 6-დან 17 წლამდე ასაკის 2400-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული რეგიონებიდან, ბელარუსში გაადეპორტეს რუსულმა ძალებმა.