„აფხაზეთი საქართველოა – არა რუსულ რეჟიმს“ – ამ სლოგანით გმირთა მოედნის მემორიალიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ დევნილები, რომლებსაც უჭირავთ ბანერები წარწერით: „ერთად ერთისთვის – აფხაზეთისთვის“.
გარდა ამისა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობენ ის პირები, რომლებიც პერმანენტულ პროტესტში ამ დრომდე მონაწილეობდნენ.
მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებისგან ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, არა რუსულ ოცნებას“.
