ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის დელეგაცია იარაღის შესყიდვის საკითხზე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

უკრაინის დელეგაცია იარაღის შესყიდვის საკითხზე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ [დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს] შევთანხმდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან იარაღს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით შევიძენთ. უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ყველა ტექნიკურ შეხვედრას სექტემბრის ბოლოდან და ოქტომბრის დასაწყისიდან გამართავს. პრეზიდენტთან ძირითად საკითხებზე შევთანხმდით. ახლა პრაქტიკულად განხორციელებაზე გადავდივართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დონალდ ტრამპთან აშშ-ის მიერ უკრაინული დრონების შეძენის საკითხიც განიხილა.
„დრონების შესახებ შეთანხმებაც განვიხილეთ. ამ შეთანხმებაზე მუშაობას ტექნიკური ჯგუფებიც იწყებენ. ეს ჩვენი დრონებია, რომლებსაც აშშ პირდაპირ შეიძენს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება