მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „დიდებულ მოლდოვას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „დიდებულ მოლდოვას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
მოლოდვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარტია „დიდებული მოლდოვა“, რომელიც უკანონო დაფინანსების მიღებაშია ეჭვმიტანილი.
როგორც ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ქვეყნის პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურსა და დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ პარტია „დიდებული მოლდოვა“ დაფინანსების მისაღებად უკანონო წყაროებს და უცხო ქვეყნების სახსრებს იყენებდა.
ამასთან ერთად, პარტიის წევრები ეჭვმიტანილები არიან ამომრჩევლებისთვის ფული დარიგებაში, რათა ზეგავლენა მოეხდინათ ს შედეგებზე. მოლდოვის ხელისუფლება ასევე ეჭვობს, რომ პარტია „დიდებული მოდლოვა“ მოქმედებდა როგორც ქვეყანაში აკრძალული პარტიის, „შორის“ მემკვიდრე ორგანიზაცია.
პარტიის ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პროკურორმა ვიქტორია ფურტუნემ ცენტრალური საარჩვენო კომისიის გადაწყვეტილებას მიკერძოუბული უწოდა და მისი გასაჭივრების პირობა დადო. ფურტუნეს წინააღმდეგ სანქციები დაწესებული აქვს ევროკავშირს. მას მოლოდვიდან გახიზნული ოლიგარქის, ილან შორის მხარდაჭერაში ედება ბრალი.
მანამდე მოლდოვის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს პარტია „მოლოდვის გულს“, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პრორუსულ ბლოკში შედიოდა.
საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბრს გაიმართება. არჩევნების წინ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოქალაქეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს. სანდუს თქმით, არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში მოლდოვა მოწყდება ევროპას და შესაძლოა გადაიქცეს პლაცდარმად ოდესის ოლქში ს სამხედრო ოპერაციისთვის.
თავის მხრივ, რუსეთში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის

სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო სისტემიდან გაძევებულ ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენს გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით “ნაც-ხლისტებო”