„გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, – ასე ეხმაურება კახა კალაძე ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომელმაც ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.
კითხვაზე – უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს, თბილისის მერი დადებითად პასუხობს.
„რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები“, – ამბობს კალაძე.