აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო.
აღნიშნულ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურს ქსელში ავრცელებს და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი.
ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა“,- წერს მიხეილ ყაველაშვილი.
