უკრაინული მედია – რუსეთმა ს 115 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 97 დრონი გაანეიტრალეს

რუსეთმა ს 115 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 97 დრონი გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეტევა გრძელდება. ჩრდილოეთში საფრენი აპარატების ახალი ჯგუფი დაფიქსირდა. უსაფრთხოების ზომები დაიცავით“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული დრონებით დარტყმები 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ორ ლოკაციაზე ჩამოვარდა.