თავხედური განცხადებაა, ვურჩევდი, ბოდიში მოუხადოს ჩვენ საზოგადოებას | ზარქუა დანიის ელჩს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, საქართველოში დანიის ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს ურჩევს, რომ ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს. ელჩმა ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელშიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.
ზარქუა ამბობს, რომ ეს განცხადება დანაშაული და მიუღებელია. ის დარწმუნებულია, რომ დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს.
“რაც შეეხება ქალბატონი ელჩის განცხადებას, უპასუხისმგებლოს მე ვიტყოდი, სიცრუეს, დეზინფორმაციას, რა ვიცი, თავხედურ განცხადებას დავარქმევდი პირდაპირ უნდა ვთქვათ. მე მგონი ავიწყდება ქალბატონ ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები. ერთადერთი ამოცანა და მიზანი შეიძლება ჰქონდეს, რომ პოლარიზაციის კიდევ გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა. მე მოგიწოდებდით, რომ უფრო ფრთხილი იყოთ, არ ვიცი ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში არის დანაშაული და მიუღებელი. მე დარწმუნებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ამ ელჩს და მოსთხოვს ახსნა-განმარტებებს, მე კი ჩემი მხრიდან მას ვურჩევდი, რომ ბოდიში მოუხადოს ჩვენ საზოგადოებას”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.
იხილეთ ასევე:
· EU თვითონ ქმნის დეზინფორმაციის საფუძველს, დანიის ელჩს მოუწევს განმარტების გაკეთება | დავითულიანი