POSTV-ის ინფორმაცია სიცრუეა და დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლაა – კოალიცია ცვლილებისთვის

„კოალიცია ცვლილებისთვის“ უარყოფს POSTV-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათ TV პირველის შენობაში ფარული შეხვედრებისთვის ოთახი აქვთ გამოყოფილი.
„რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანის, მედიად წოდებული PosTV-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს “ტვ პირველის” შენობაში ფარული შეხვედრებისთვის ოთახი გამოგვიყვეს, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება, არის სიცრუე.
რუსული სტილის მსგავსი პროპაგანდისტული “ახალი ამბის” გავრცელება რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას და საზოგადოების თვალში საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობის კრიმინალიზების მცდელობას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
POSTV-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე გამოეხმაურა TV პირველი, რომლის განცხადებითაც, ეს შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიერ ტელევიზიისთვის მაუწყებლობის შესაწყვეტად ნიადაგს მომზადება იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ