მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გაგზავნოს ოფიციალური მოწვევა ეუთო/ოდირის სახელზე – თინა ბოკუჩავა

“ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ, ამ დრომდე, არ არის მოწვევა გაგზავნილი. როგორც მთავარმა პროდასავლურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, წერილობით თხოვნით, მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის, რომ მათ გამოაგზავნონ გრძელვადიანი, ისევე, როგორც მოკლევადიანი დამკვირვებლები საქართველოში, ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც ქვეყნისთვის აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მოვუწოდებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გაგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საგარეო უწყებამ საპასუხოდ განმარტა, რომ, გეგმის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი.
უწყების განცხადებითვე, ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს