რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორის ნაწილთან ერთად, წლებია, ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებს –

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, არასამთავრობო სექტორის ნაწილთან ერთად, წლებია, იბრძვის ეკლესიის წინააღმდეგ. მისივე თქმით, სამებაში მომხდარი ფაქტის შემდეგ, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ამ მიმართულებით კანონი გასამკაცრებელია.
“ზუსტად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია და სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც – ეს ჯგუფები, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, გარკვეული ნაწილი, ყველას, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, წლებია მოქმედებენ ეკლესიის წინააღმდეგ. რაც ჩაიდინეს, ეს მკრეხელობა და არ ვიცი, რა დავარქვა ამ ქმედებას, ღმერთმა მიუტევოს ყველას.
ამაზე ადეკვატური რეაგირება მოხდა, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ გასამკაცრებელია და ამიტომაც არის დაინიციირებული საგაზაფხულო სესიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელი რელიგია იქნება, ყველას შეეხება. ვინც შეურაცხყოფს, იქნება დასჯილი უმკაცრესი კანონით,”- აცხადებს .
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის შესახებ, რომელიც რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს, ბრიფინგი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გუშინ გამართა და სამებაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. საქმე ეხება წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას. ამავე ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება