ჰააგის სასამართლო ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების სავარაუდო გენოციდის შესახებ საჩივარს განიხილავს

ჰააგას სასამართლო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდის შესახებ საჩივარს განიხილავს.
ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი, გასული წლის 29 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა. თუ სასამართლო მომჩივნის პოზიციას გაიზიარებს, ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციას მოისმენს, ხვალ კი სიტყვით ისარგებლებს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელის მიერ პალესტინელთა გენოციდად აფასებს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას ხალხის დახოცვას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დასახიჩრებას, იძულებით ევაკუაციასა და ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ შიმშილს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს