ყაველაშვილი: ტრამპი დამპირდა, რომ დამიკავშირდება

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნიუ-იორკში ვიზიტი შეაჯამა.
„საზოგადოებას, ალბათ, აინტერესებს ვახშამი, რომელიც გამართა ამერიკის პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა, მცირე შეხვედრა. მასთან მისალმება მქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განვუცხადე, რომ დრო არის, დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან. მან გამიმეორა – დიახ, მიხედავს ამ საკითხს. შემდეგ მე კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს. ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს“, — განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.
ყაველაშვილის თქმით, მას ჰქონდა „არაერთი სხვა შეხვედრაც“ ტრამპის ადმინისტრაციასთან. როგორც ცნობილია, ტრამპის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ყაველაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა -ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკთან.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან და ს პრეზიდენტ პეტერ პელეგრინთან.