იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ოკუპირებული აფზახეთის ტერიტორიიდან მშობლებმა ჯერ ზუგდიდის ჰოსპიტალში მიიყვანეს, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის ბათუმში გადაიყვანეს.
როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი ტვ პირველთან საუბრისას უთითებს, ბავშვს სუნთქვისა და გულსისძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
“მშობლების მიერ პოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში – ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში”. – ამბობს ექიმი.
ბავშვის დაღუპვის ზუსტი მიზეზი უცნობია.