დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს “მოლაპარაკებების ტაქტიკა” უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, -ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს “მოლაპარაკებების ტაქტიკა” უწოდა.

“ვფიქრობ, ეს არის ტაქტიკა, სტრატეგია, პოლიტიკური მანევრირება მოლაპარაკებების წარმოების მიზნით”. – თქვა რუსმა დიპლომატმა.

ტრამპმა ბოლო პერიოდში რამდენიმე რუსეთის მაკრიტიკებელი და უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

23 სექტემბერს -ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში Truth Social დაწერა, რომ რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.

25 სექტემბერს ტრამპმა სურვილი გამოთქვა, რომ თურქეთმა სრულად შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შეძენა.

გარდა ამისა ტრამპმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიექანება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი