ვარდოსანიძე: საპატრიარქოს სამარცხვინო განცხადება, ჩემი დახმარების იმედი ნუ გექნებათ აწი

“სამარცხვინო განცხადება” – ასე შეაფასა  ბექა ვარდოსანიძემ საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება, მატრონა მოსკოველის ხატში შეიცვალოს სტალინის გამოსახულება.
მას პატრიარქის პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ განცხადება ილია მეორესთანაა შეთანხმებული.
“ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება, ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული. თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა” – დაწერა მამა ანდრიამ.