„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძისა და ბურჯანაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს და ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სრულად რეაბილიტირებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზის საფარი, მოწყობილია 2 მინი სტადიონი, თუმცა ცხადია, არსებობს პრობლემებიც – ადგილობრივები ითხოვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დამატებას და კორპუსების მიმდებარე სივრცეების კეთილმოწყობას. რაც შეეხება დევნილების მოთხოვნებს, მართალია მათი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მოეწყო სკვერი და სპორტული მოედანი, თუმცა მათი მთავარი პრობლემაა მათი საცხოვრებელი კორპუსების ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, რაც ვერ ხერხდება იმის გამო, მათი ნაწილი არ არის პროგრამაში მონაწილეობაზე თანახმა. შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატი, ასევე სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა