EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გააუმჯობესა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი.
,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 9.4%-დან 2025 წლის პირველ ნახევარში წლიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 8.3%-მდე შენელდა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს”, – წერს EBRD.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით ფისკალური და საგარეო პოზიციები შედარებით დარჩა, რასაც მდგრადმა ტურიზმა შეუწყო ხელი. საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოსთვის 5.2 მილიარდ დოლარამდე აღდგა. EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს EBRD-ის პროგნოზი შემდეგია:
სომხეთი – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 5.0% | პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა
თურქეთი – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 3.1% | პროგნოზი გაუმჯობესდა 0.3%-ით
აზერბაიჯანი – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.0% | პროგნოზი შემცირდა – 1.0%-ით
მოლდოვა – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 1.5% | პროგნოზი შემცირდა – 0.3%-ით
– ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.5% | პროგნოზი შემცირდა – 0.8%-ით