ქაცარავამ სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა – შაკო ჩაჩანიძე

ქაცარავამ სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა – შაკო ჩაჩანიძე
გუშინ დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, სადაც ში გარდაცვლილი ქართველების ფოტოები არის შეღებილი და შეურაცხყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ვანდალური აქტი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტმა „ქართულ ოცნებას“ უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დააბრალა, ხოლო შემდეგ სექტამ აიტაცა და დაიწყეს ხელისუფლებისა და ხელისუფლების მომხრეების ლანძღვა-გინება, – წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ვიდეო, რომელსაც აქვეყნებს, რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული და მასზე ჩანს, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების ფოტოებს საღებავი არ აქვს შესხმული. ჩაჩანიძე ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა ფოტოებზე ქაცარავას მითითებით “ნაცების ტიტუშკებმა” შეასხეს საღებავი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ, ან შესაძლოა, ქაცარავამ ფოტოშოპი გამოიყენა.
“გუშინ დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ფოტოები არის შეღებილი და შეურაცხყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ვანდალური აქტი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტმა „ქართულ ოცნებას“ უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დააბრალა, ხოლო შემდეგ სექტამ აიტაცა და დაიწყეს ხელისუფლებისა და ხელისუფლების მომხრეების ლანძღვა-გინება. ვიდეო, რომელსაც ფოტოსთან ერთად ვაქვეყნებ, რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული. როგორც ხედავთ, გარდაცვლილი ჯარისკაცების ფოტოებს არანაირი საღებავი არ აქვს შესხმული. ქაცარავამ, როგორც ამ ნაძირალას სჩვევია, სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა. უფრო მეტსაც გეტყვით, დიდი ალბათობით გარდაცვლილთა ფოტოებზე ქაცარავას მითითებით ნაცების ტიტუშკებმა შეასხეს საღებავი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ. არის მეორე ვარიანტი – ქაცარავამ ფოტოშოპით გააკეთა ეს სიბინძურე. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა ყველაფერი და კლავიატურის ლომი ქაცარავა პასუხს აგებს ამ სიბინძურეზე!” – წერს შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.
Previous: თარგამაძის აფეთქება, სააკაშვილის შემოპარება, ასაფეთქებელი ჰექსოგენის გამოგზავნა, ზარები და შეტყობინებები უკრაინიდან, რომ შენობებში ბომბია… ასეთია ზელენკის მარიონეტული რეჟიმის ნაძირლობათა ქრონოლოგია

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერს ვეთანმხები სრულად – იმ დროს, როცა გადატრიალება ხდებოდა, იგეგმებოდა სისხლის ღვრა და უბედურებას გადავურჩით, ის ევროპული ქვეყნები და ამერიკაც, რომლებიც ადრე თავს უფლებას აძლევდნენ ჩვენთვის ჭკუა დაერიგებინათ, ახლა საეჭვოდ სდუმან – ახლა ყველანაირად ცდილობენ თავიანთი აგენტურის გადარჩენას

5-7 ათასი რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება, შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად, საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა

გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, არ შეიძლება, გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე

დავით ჩიხელიძე გოგობერიშვილის თვითმკვლელობაზე: წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი