არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი – ლევან ნიკოლეიშვილი

არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი – ლევან ნიკოლეიშვილი
არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება, უბრალო მიზეზიდან გამომდინარე-ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება “მერობის კანდიდატი” კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და “გარბის”, დანარჩენები კი ვითამც არაფერი კუპრაძეს უსმენს – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამ არადამაჯერებელ ამბავში უფრო სასაცილოდ ის ფაქტი ჩანს, რომ “ტიტუშკების შემოტევას”, საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ “ლელოში”, ვინაიდან, საპასუხო ბანერი, სადაც ინციდენტში ‘ქართული ოცნება” დაადანაშაულეს, მომზადებული ჰქონდათ.
“არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება უბრალო მიზეზიდან გამომდინარე – ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება “მერობის კანდიდატი” კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და “გარბის”, დანარჩენები კი ვითომც არაფერი, კუპრაძეს უსმენს. ამ არადამაჯერებელ ამბავში კი უფრო სასაცილოდ ჩანს, რომ როგორც თვითონ ამბობენ, ტიტუშკების შემოტევას, ძალიან საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ, როგორც მინიმუმ “შესაბამისი” საპასუხო ბანერი მომზადებული ჰქონდათ. ამას აიტანს კაცი, მთავარია არჩევნებში დამარცხების მერე “ლელომ” და “გახარიას” პარტიამ ერთმანეთს არ დაამტვრიონ თავ-პირი; აქაც გამზადებული ექნებათ ბანერი: “ოცნებამ, ჯერ არჩევნები გააყალბა და მერე სამაგალითოდ გვცემა.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს