მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას აგრძელებს. ამჟამინდელი მონაცემებით, დასავლეთის მასშტაბით ბარელი ნავთობის ფასი 71$-იდან 77$-მდე ღირს. რუსული ურალსის ფასი კი 60 დოლარია.
გლობალური ტენდენციები მცირედით აისახა ქართულ ბაზარზე. წლის პირველ კვირაში ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი 3-5 თეთრით შემცირდა.
კომპანია „ვისოლში“ აცხადებენ, რომ სტაბილური ლარის და მსოფლიო ბაზარზე ამჟამად არსებული ფასების შენარჩუნების პირობებში საწვავის ღირებულება მოკლევადიან პერიოდში კიდევ შემცირდება. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტავს, რომ ბოლო თვეებში გლობალურად ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, ფასები პლატცზე, სადაც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა ხდება, ასეთივე ნიშნულით არ შემცირებულა.




