რუსმა მაღალჩინოსნებმა უახლოესი ბომბსაფრები მოძებნონ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ რუსეთი ომს არ დაამთავრებს, კრემლისთვის მომუშავე მაღალჩინოსნებმა უახლოესი ბომბსაფრები უნდა მოძებნონ.
ზელენსკის თქმით, კიევს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა აქვს რუსეთის ისეთ ობიექტებზე იერიშების მიტანაში, როგორებიცაა ენერგო იფრასტრუქტურა და იარაღის საწარმოები. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა აშშ-სგან დამატებით შორი რადიუსის შეიარაღებას მიიღებს, კიევი “მათ გამოიყენებს.”
ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინა რუს მშვიდობიან მოსახლეობას არ დაბომბავს, რადგან უკრაინელები “ტერორისტები არ არიან.” თუმცა, მან მიანიშნა, რომ პუტინის ძალაუფლების ცენტრები, როგორიცაა კრემლი, სამიზნედ განიხილება.
“მათ უნდა იცოდნენ, სად მდებარეობს ბომბსაფრები. მათ ეს სჭირდებათ. თუ ომს არ დაამთავრებენ, ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ.” – თქვა ზელენსკიმ კრემლის მაღალჩინოსნებზე საუბრისას.
ზელენსკის თქმით, გაეროში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა მას ასევე უთხრა, რომ უკრაინამ რუსეთის იერიშებს შესაფერისი პასუხი უნდა გასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს