მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედაეკლესიაზე, საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი – გიორგი ამილახვარი

“მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედაეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში,” – ეს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სამებაში მომხდარი ფაქტის შეფასებისას გააკეთა.
მისივე თქმით, ინციდენტში დამნაშავეს საზოგადოებამ გასცა პასუხი.
“არახალია, როდესაც ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე, რა არის მათი მოტივები, რა არის მათი მიზნები და საფუძვლები… თუმცა, საზოგადოება არის ბრძენი, ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ თავად გასცა პასუხი ამ ადამიანებს და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, იმ ძალიან არაბუნებრივ და არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს