ევროსაბჭოში EU-ს დელეგაცია საქართველოში ადამიანის უფლებებზე განცხადებას ავრცელებს

24 სექტემბერს ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, შეშფოთებული არიან ადამიანის უფლებების მდგომარეობითა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით.
განცხადებაში საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებზე.
ევროკავშირის დელეგაცია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა.
„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების და გამოხატვის უფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს გადაწყვეტილება შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.
ვწუხვართ, რომ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესს საქართველოდან არ მიუღია მოწვევა მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად და დროულად არ მიიღო მოწვევა ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ.
ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ ქმედებებს“, – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.
ევროკავშირის დელეგაციის ცნობით, განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, და გაერთიანებული სამეფო.

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა „ქართული ოცნება“, მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა – მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს

ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე