ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა – მიზეზი ციხიდან კრიმინალური დაჯგუფება “ლოს ჩონეროსის” ლიდერის გაუჩინარებაა

ეკვადორის ხელისუფლებამ ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, “ლოს ჩონეროსის” ლიდერის გაუჩინარების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.
ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა მაშინ, როცა შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ კი 22 კრიმინალური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ ციხის 130-ზე მეტი ზედამხედველი და სხვა თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს