უფლება არ აქვს, შარლატანთა არცთუ უანგარო თხოვნის სანაცვლოდ, საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენოს – ედიშერ გვენეტაძე დანიის ელჩზე

“თანამედროვე მოღალატენი მიყრილ-ატუზულნი არიან დასავლეთის სხვადასხვა ელჩთან კარებზე და მათ შესთხოვენ, შეჰღაღადებენ, გაიღონ მათთვის მოწყალება და შერისხონ საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული მამულიშვილი და მოაცილონ მშობელ ხალხს! ჰოდა, ნახულობენ ისეთებს, როგორიც, მაგალითად, ეს ქ-ნი, დანიის ელჩად წოდებული ბანოვანია! რომელმაც, ეტყობა, არ უწყის საერთოდ ელჩის უფლება-მოვალეობანი!”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დანიის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ოლიგარქად მოიხსენია.
ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს ელჩმა არ იცის, რომ სუვერენული ქვეყნის შინა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს!
“რასაც დღევანდელი ე.წ. გაუბედურებული ოპოზიცია აკეთებს, ეს არახალია!
ამას აკეთებდნენ საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მოღალატეები, რომლებიც დარბოდნენ რომის, ბიზანტიის, ირანის, არაბების, მონღოლების, ოსმალების, რუსების… მეფეთა და იმპერატორთა კარზე და ითხოვდნენ!
არიქა, გვიშველეთ ჩამოაგდეთ, დასაჯეთ, დახოცეთ ქართული საქმის მკეთებელი ქართველი მამულიშვილები ხელისუფლებიდან, თორემ საქართველო სრულად გააქართველეს და ქვეყანა “თავის თავს ეყუდნოდეს” ისე აქციესო!
და მერე ღმუოდნენ:
ეს თუ ასე გაგრძელდა, დიდებულნო, ჯერ თქვენ რა გეშველებათ და მერე ჩვენო!
ამჯერად თანამედროვე მოღალატენი მიყრილ-ატუზულნი არიან დასავლეთის სხვადასხვა ელჩებთან კარებზე და მათ შესთხოვენ, შეჰღაღადებენ, გაიღონ მათთვის მოწყალება და შერისხონ საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული მამულიშვილი და მოაცილონ მშობელ ხალხს!
ჰოდა, ნახულობენ ისეთებს, როგორიც, მაგალითად, ეს ქ-ნი, დანიის ელჩად წოდებული ბანოვანია! რომელმაც, ეტყობა, არ უწყის საერთოდ ელჩის უფლება-მოვალეობანი! სახელდობრ ის, რომ მას უფლება არ აქვს, ქვემოთ ჩამოთვლილ შარლატანთა, ალბათ, არცთუ უანგარო თხოვნის სანაცვლოდ, საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა რომ არ უნდა მიაყენოს და სუვერენული ქვეყნის შინა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს!
და, რაც მთავარია, ალბათ, არც ის უწყის, რომ დანიის საელჩომ საქართველოში მისი ამ გამონათქვამის შემდეგ ისეთი სიდამპლე გამოავლინა, რომ შმორის სუნი აუშვა, შმორის!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს