გიორგი ბარამიძე – რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას

რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გმირთა მოედანზე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე გაკეთებულ წარწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ პირები, რომლებმაც „ფოტოებზე უხამსი წარწერები გააკეთეს, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილები“.
„უკრაინაში, საქართველოს მტრის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული ჩვენი პატრიოტების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ კოლაბორაციული, მოღალატეობრივი და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოში ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ატარებს. დარწმუნებული ვარ ის ვანდალები და ბარბაროსები, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეს, აუცილებლად მალე კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს