გიორგი გახარიას – ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მზად ვარ, დაგიჯდე და შენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო

გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე [დებატებში], შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი გახარიას.
ირაკლი ზარქუას თქმით, გიორგი გახარია შელახული იმიჯის ამაღლებას ცდილობს და ამისთვის დებატებში გამოიწვია.
“მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ახლა ცდილობს, რაღაცნაირად აიმაღლოს და ვინ გამოიწვია? ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია, ასე თამამად გამოიწვიოს. მანამდე ვურჩევ, გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც, იქ გადადი და ბოლოს, ამას რომ მოილევ, ბოლო ტესტი იქნება, ეს არის ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ, დაგიჯდე და იმ შენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც პრემიერ-მინისტრის, სპეცოპერაციებზე და შემდეგ უკვე გუნდს რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი, მაგაზე მერე გესაუბრები, თუ სურვილი გექნება,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება