აითაჯ შახმაროვას საქმეზე რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოიკითხა – რა განაცხადა სასამართლოზე პირველმა მოწმემ

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გრძელდება. მოკლული მოზარდის დედის და ბიძის ეპიზოდის არსებითი განხილვა დაიწყო. ამ წუთებში მიმდინარე სხდომაზე მოწმეებს გამოკითხავენ.
პირველი მოწმე არის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რომელთანაც მოსამართლეს გარკვეული კითხვები ჰქონდა. მაგალითად, იცოდა თუ არა მან იმის შესახებ, რომ გოგონა არ დადიოდა სკოლაში. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, გოგონას შესახებ მან ინფორმაცია მკვლელობის შემდეგ გაიგო.
ბრალდებულების ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გაამართლებს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც ქორწინების მიზნით მას თავისუფლება აღუკვეთა.
გამოძიება არასრულწლოვნის დედასა და ბიძას ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს