საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომელმაც მატრონა მოსკოველის ხატზე ცვლილებების შეტანა მოითხოვა, ნიკა გვარამია ეხმაურება და წერს, რომ პროტესტმა სასურველი შედეგი გამოიღო:
“ნატა ფერაძის გამო თუ სხვა რამის გამო, ამის გარჩევა სისულელეა და სპეკულაციაა: ფაქტია, გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ. დროში დაემთხვა თუ პროტესტის უშუალო შედეგია, ვერც გავიგებთ და არცაა მნიშვნელოვანი. ფაქტია, სასურველი შედეგი დადგა.” წერს ნიკა გვარამია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/photo_5310004176014664996_y-brvyUc-300x158.jpeg)