კოალიცია ცვლილებისთვის: ივანიშვილმა და რუსეთმა საბოლოოდ დააშორა საქართველო აშშ-ს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ბრიფინგზე -ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არმიწვევაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ეს ნიშანია იმის, რომ “ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა საბოლოოდ დააშორა საქართველო მთავარ პარტნიორს”.
კოალიცია ცვლილებისთვის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თენგო თევზაძის თქმით, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს “ს რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ”.
“ჩვენ გუშინ ვნახეთ აშშ-ში მარკო რუბიომ, საგარეო მდივანმა, გააკეთა პარტნიორობის შეხვედრა, ვახშამი, სადაც მიწვეული იყვნენ როგორც ატლანტიკური საბჭოს წევრები, ასევე მიწვეულნი იყვნენ აშშ-ის მეგობარი სახელმწიფოები, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ იყო ამ შეხვედრაზე – ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა საბოლოოდ დააშორა საქართველო მთავარ პარტნიორს, აშშ-ს და ნაბიჯი გადადგა იზოლაციისკენ. საქართველო განიხილება ირანის და ს რეჟიმის პარტნიორ სახელმწიფოდ, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ”, – თქვა თენგო თევზაძემ.
ბრიფინგზე ისაუბრა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა გიგა ლემონჯავამაც და თქვა, რომ საქართველოს იზოლაციაში ყოფნას 2 მიზეზი აქვს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალი კი – “რეჟიმის დასრულება და ჩამოშლაა”.
“რატომ არის საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, ამას აქვს ორი მიზეზი, პირველი – არავინ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ აღიარებს და არ ცნობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, როგორც ლეგიტიმურ მთავრობას. მას ყველა მიიჩნევს არალეგიტიმურად, მათ შორის აშშ-ში და ამის გამოა, რომ საქართველო არის ჩამოცილებული ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვანი ფორმატიდან. მეორე – რუსეთის დავალებით ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა დატოვოს საერთაშორისო იზოლაციაში, მარტო რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, რაც ავტომატურად უდრის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას, ეროვნული ინტერესების დათმობას. ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, ეს არის ბიძინა ივანიშილის რეჟიმის დასრულება და ჩამოშლა”, – თქვა გიგა ლემონჯავამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, სადაც საქართველო მიწვეული არ ყოფილა.
ვახშამს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.