მიზანმიმართულად მუშაობენ ჩვენი მსოფლიო რუკიდან ამოსაშლელად – ზურაბიშვილი „ოცნებაზე“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება ნიუ-იორკში გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამს, რომელზეც „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მუშაობს,ს ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნის იზოლაციის მისაღწევად და მსოფლიო რუკიდან გასაქრობად.
ამის შესახებ ის Facebook პოსტში წერს.
„ალბანეთი, სომხეთი, მონტენეგრო …სხვათა შორის და იგნორირებული საქართველო! ერეკლე ხმლით იცავდა საქართველოს და მსოფლიოს გააცნო… ესენი მიზანმიმართულად მუშაობენ ქვეყნის იზოლაციის მისაღწევად და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ჩვენი მსოფლიო რუკიდან ამოსაშლელად და გვაბრუებენ ვითომცდა პატრიოტულ ლოზუნგებითა და ძეგლების აღმართვით!
4 ოქტომბერს უნდა ყველამ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი და დამოუკიდებლობა… კიდევ ერთხელ! რამდენჯერაც დაგვჭირდება! მეფე ერეკლემ ეს დაგვიტოვა ანდერძად!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს ნიუ-იორკში ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, რომელსაც -ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მასპინძლობდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ტრანსატლანტიკურ ვახშამს ესწრებოდნენ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს გენერალურ მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.