შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპის მიღებაზე მიწვეული, ჰქონდა შესაძლებლობა მასთან გასაუბრების ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება – რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ვახშამს, პრეზიდენტი იქ სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე

„პრეზიდენტი -ში სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე ჩასული, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს შეეხებოდა, რომელსაც არ ესწრებოდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი განრიგი, იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეული. ჰქონდა შესაძლებლობა, მათ შორის, მასთან გასაუბრების ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება“.
„ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. მათ შორის მნიშვნელოვანი საუბარი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე იყო მათ შორის ჯო უილსონი. იქიდან შეიძლება იკითხოთ და მოიკითხოთ, რა ხდებოდა.
[რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ვახშამს] პრეზიდენტი იქ სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე ჩასული. აშშ-ს ხელმძღვანელობს, აშშ-ის პრეზიდენტი. აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრების. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვახშამში მონაწილეობა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა