ვლადიმერ პუტინი – თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა

რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, , ინდოეთი, იაპონია, – ევროპაში ნომერ პირველი ვართ”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ, მთელ ევროპას უსწრებს, მაგრამ ჯერ კიდევ არის სამუშაო.
„ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ მეტი უნდა შევეცადოთ, ამიტომ ჯერ კიდევ არის რაღაც, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს

ეკონომიკის სამინისტრო – მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს